in

14 ქულა, 11 მოხსნა: ბითაძის მე-6 ორმაგი დუბლი ბოლო 8 მატჩში – ვიდეო

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, გოგა ბითაძე ჩინებულ ფორმაშია. მან ორლანდო მეჯიქის სასტარტო ხუთეულში ადგილი საკუთარი ოფლითა და თავდადებული თამაშით მოიპოვა და ახლა შედეგებს იმკის. ბითაძე ორმაგი დუბლის მანქანად იქცა და თითქმის ყოველ მატჩში ამ შედეგზე გადის. მორიგი მატჩი ორლანდომ საკუთარ მოედანზე აღმოსავლელ კონკურენტთან, ცხრილში 1 საფეხურით მაღლა მყოფ ნიუ იორკთან გამართა და სამწუხაროდ, მარცხი განიცადა – 85:108.

გოგამ ტრადიციულად ორმაგი დუბლი მიითვალა. მის ანგარიშზე 14 ქულა, 11 მოხსნა, 3 პასი, 2 დაფარება და 1 ჩაჭრა დაგროვდა. ბითძემ 8-დან 5 ორქულიანი, 1 სამიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. საინტერესოა, რომ მან პირველ პერიოდში ზედიზედ 9 ქულა ჩააგდო, რითაც მეჯიქს საწყისი მეოთხედი 29:26 მოაგებინა. ქართველმა ცენტრმა სასტარტო ხუთეულში დაიწყო და 31 წუთი ითამაშა. მან ბოლო 8 მატჩში 6 ორმაგი დუბლი მოაგროვა.

ორლანდომ ჩააგდო ბოლო პერიოდი, რომელიც 17:32 დათმო და მასთან ერთად თამაშიც წააგო. ამ მომენტისთვის მეჯიქს 19 მოგება და 14 მარცხი აქვს და აღმოსავლეთში ამ თანმიმდევრობით მყოფ კლივლენდს, ბოსტონს და ნიუ იორკს ჩამორჩება. შემდეგ მატჩს მეჯიქი კვლავ ორლანდოში, 30 დეკემბერს, ბრუკლინის წინააღმდეგ გამართავს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ტოტენჰემის სტადიონი ინგლისში საუკეთესოა

მამარდაშვილი საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელია: სფფ-ს დაჯილდოება – ყველა გამარჯვებული