in

11 წელი ტრაგედიიდან: ვანკუვერის ოლიმპიადაზე ნოდარ ქუმარიტაშვილი ტრაგიკულად დაიღუპა

ადამიანი, რომელმაც ოცნება ზეცაში წაიღო.

2010 წლის 12 თებერვალს ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის საზეიმო ცერემონიამდე რამდენიმე საათით ადრე, ქართველი მოციგურავე ნოდარ ქუმარიტაშვილი უისტლერის ოლიმპიურ ტრასაზე საცდელ დაშვებას ახორციელებდა, როდესაც 143.8 კმ/სთ-ით მოძრავი ციგა ტრასის ერთ-ერთ საყრდენ ბოძს შეეჯახა. შეჯახების შედეგად ნოდარი ციგიდან ამოვარდა და ბოძს თავით შეასკდა.

ქართველი სპორტსმენი გათიშულ მდგომარეობაში ვერტმფრენით საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მალევე გარდაიცვალა. ექსპერტიზის დასკვნის შედეგად, ქუმარიტაშვილის დაღუპვის მიზეზი სპორტსმენის გამოუცდელობა იყო.

ნოდარ ქუმარიტაშვილი მშობლიურ ბაკურიანში, ეკლესიის ეზოშია დაკრძალული.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ქვიზი: გამოიცანი ფეხბურთელი ბავშვობის ფოტოთი

ვიდეო: რაფაელ ნადალს მაყურებელმა შუა თითი აჩვენა და ამის მიზეზიც ახსნა