in

102 წლის ფანს სიტიმ სამივე თასი მიუტანა: მოხუცი საუკუნეა გუნდს ქომაგობს – კიდევ დოლანების ისტორია

„სიტის“ ლამაზი აქცია – „ქალაქელებს“ გასულ სეზონში მოგებული სამივე თასი თავიანთ ერთგულ ფანებთან დააქვთ.
ერთ-ერთი პირველი გაჩერება იყო ხანდაზმულთა სახლი მანჩესტერში. აქ ცხოვრობს 102 წლის ჯეფრი როტბანდი – „სიტის“ უხუცესი ფანი, რომელიც გუნდს 1920-იანი წლებიდან ქომაგობს.
ის კლუბის ყველა ტიტულს მოესწრო, გარდა პირველისა, 1904 წლის ინგლისის თასისა.

ბარემ კიდევ ერთი – 83 წლის ჯიმ დოლანის ამბავი.
6 კვირის წინ ამ კაცმა ინსულტი გადაიტანა. ამის გამო ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ვერ წავიდა. ბილეთი შვილს მისცა, რომელიც ფეხბურთის ქომაგი არ არის, მაგრამ მამის ხათრით მაინც გაფრინდა სტამბოლში. ხუმრობს, რომ არ შეიძლებოდა დოლანების ოჯახი არ ყოფილიყო სტადიონზე ასეთ დროს.
ჯიმი თანდათან უკეთ არის, მაგრამ „სიტიმ“ თავს უფლება არ მისცა ამ კაცს ტროფეები არ ენახა და თასები დოლანებს შინ მიუტანა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

აქაც კი ეჯიბრებიან: მესის და რონალდოს ერთნაირი ფოტო შვებულებიდან

ცნობილია როდის გაიხსნება განახლებული ბერნაბეუ: მადრიდმა განსაკუთრებული თარიღი აირჩია