გიორგი მამარდაშვილმა „ვალენსიასთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე გაახანგრძლივა. ამის შესახებ ესპანური მედია წერს და უთითებენ, რომ ქართველის გამოსასყიდ თანხად ვალენსიურმა კლუბმა , არც მეტი არც ნაკლები, 100 მილიონი ევრო დააწესა.
თუმცა კონტრაქტის ოფიციალურად დარეგისტრირებამდე საჭიროა კლუბმა ფინანსური Fair Play-ის დასკვნა წარადგინოს. მაგრამ მთავარია , რომ ყველაფერი შეთანხმებულია – გიორგის ხელფასსაც მოუმატებენ და რაც მთავარია გუნდში მყარი პოზიცია ექნება.
მამარდაშვილთან კონტრაქტის გახანგრძლივება „ვალენსიას“ ერთ-ერთი საზრუნავი იყო, რაც ქართველი მეკარის მოულოდნელიად მშვენიერი თამაშის დამსახურებაა. კლუბს არ სურს ჩვენიანის დაკარგვა. ქართველ მეკარეს ახალი, გაუმჯობესებული პირობები შეთავაზეს. რა გასაკვირია, რომ მამარდაშვილი თანახმაა, რადგან ბედნიერია „ვალენსიაში“.
კლუბის ხელმძღვანელობა ასევე შეხვდა ფეხბურთელის გარემოცვას და შეთანხმება აქაც მიღწეულია.
შეგახსენებთ, ითქვა, რომ მამარდაშვილით თვით „მანჩესტერი“ დაინტერესდა და ალბათ ამანაც უბიძგა ვალენსიელებს დაეჩქარებინთ გიორგისთან ხელშეკრულების გახანგრძლივება და დიდი სატრანსფერო ფასის დადება.
რაც შეეხება უშუალოდ გუნდს. მოგეხსენებათ, სეზონის ბოლოს „ვალენსიამ“ ახალი მწვრთნელი ჯენარო გატუზო მიიყვანა. ამას ახალი სამწვრთნელო სტაფის დაკომპლექტებაც მოყვა. ყველას არა, მაგრამ მეკარების მწვრთნელები ჩამოვთავლოთ.
„ვალენსიას“ მეკარეების მწვრთნელია 61 წლის ხოსე მანუელ ოჩოტორენა. ფეხბურთელობისას არაერთ ესპანურ კლუბში უთამაშია, მათ შორის თვით მადრიდის „რეალში“ (1982-88 წწ – 29 მატჩი), მაგრამ ყველაზე ნაყოფიერი დრო სწორედ „ვალენსიაში“ გაატარა – 105 თამაში (1988-92 წწ). ასევე უთამაშია „კასტილიაში“, „ტენერიფეში“, „ლოგრონიოსში“, სანტანდერის „რასინგში“, ხოლო ესპანეთის ნაკრებში 1 მატჩიც აქვს ჩატარებული (1989 წელი).
კარიერის შემდეგ მეკარეების მწვრთნელობას მიჰყო ხელი და „ვალენსიას“ გარდა უმუშავია ესპანეთის ნაკრებში, ასევე რაფა ბენიტესის დროინდელ „ლივერპულში“.
ასევე მეკარეების მწვრთნელად იმუშავებს 67 წლის რობერტო პერონე. ის მანამდე გატუზოსთან ერთად „ნაპოლიში“ მუშაობდა მეკარეების მწვრთნელად, მანამდე კი იტალიურ „კარპიში“.
ბარემ ვთქვათ, რომ „ვალენსიამ“ უკვე დაგეგმა მოსამზადებელ ეტაპზე რამდენიმე შეხვედრა. ასე მაგალითად, 18 ივლისს ავსტრიულ ალტახში დორტმუნდის „ბორუსიას“ გაეჯიბრება, ხოლო 23 ივლისს „მერსედეს ბენც არენაზე“ იქაურ „შტუტგარტს“ შეხვდება.
GIPHY App Key not set. Please check settings