in

100-დან 100: ოქროს ბურთი იამალს ეკუთვნისო

2233068111

CIES-მა ლამინ იამალი გასული წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.

სპორტული კვლევების საერთაშორისო ცენტრმა გამოაქვეყნა გასული წლის 100 საუკეთესო ფეხბურთელის სია (2024 წლის 22 სექტემბრიდან მოყოლებული).

რეიტინგი, სახელწოდებით „CIES Ballon d’Or“, ეფუძნება მოთამაშეების თამაშს რამდენიმე კატეგორიაში (დარტყმების რაოდენობა და ეფექტურობა, პასების რაოდენობა, წარმატებული დრიბლინგები, საჰაერო ორთაბრძოლა, მოგებული დუელები და ა.შ.), ასევე მატჩებისა და შედეგების სპორტულ დონეს.

„ბარსელონას“ წარმომადგენელმა ლამინ იამალმა მაქსიმალური ქულა (100-დან 100) მიიღო.
წლის ოცი საუკეთესო ფეხბურთელია:

ლამინ იამალი (ბარსელონა) – 100.
კილიან მბაპე (რეალი) – 98.6.
პედრი (ბარსელონა) – 97.5.
ვირხილ ვან დეიკი (ლივერპული) – 97.2.
მაიკლ ოლისე (ბაიერნი) – 96,8.
მოჰამედ სალაჰი (ლივერპული) – 96,2.
უსმან დემბელე (პსჟ) – 95,6.
ჯოშუა კიმიხი (ბაიერნი) – 95,2.
აშრაფ ჰაკიმი (პსჟ) – 95,2.
ვინისიუსი (რეალი) – 95,1.
რაფინია (ბარსელონა) – 94,7.
ჰარი კეინი (ბაიერნი) – 94,7.
ფლორიან ვირცი (ლევერკუზენი/ლივერპული) – 94,7.
უილიამ სალიბა (არსენალი) – 94,6.
კიმ მინ ჯე (ბაიერნი) – 94,2.
ვიტინია (პსჟ) – 94,2.
დაიო უპამეკანო (ბაიერნი) – 93,9.
მარტინ ოდეგარდი (არსენალი) – 93,7.
რაიან გრევენბერხი (ლივერპული) – 93,5.
პაუ კუბარსი (ბარსელონა) – 93,3.

ლიონელ მესი (ინტერ მაიამი) 23-ე ადგილზე გავიდა, კრიშტიანო რონალდო (ალ-ნასრი) კი სიაში ვერ მოხვდა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შანსები უნდა გამოვიყენო, უკეთესი ნაკრები გვეყოლება: დაჩი ლორთქიფანიძე

ფილმი კვარაზე: ბედნიერი ვარ, რომ ოცნება ავიხდინე – ხვიჩას სურს ბავშვებისთვის მისაბაძი იყოს