in

10-12 წლის წინ სად იყო საქართველოს ნაკრები და სად არის დღეს

ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრებთან განცდილ მძიმე მარცხს სომხური გამოცემა Sport.mediamax გამოეხმაურა. თამაშის შემდეგ, სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა არმენ მელიქბეკიანმა თბილისში ჩამოსულ მის თანამემამულე ჟურნალისტებს ბოდიში მოუხადა და ფედერაციის, სამწვრთნელო შტაბისა და ფეხბურთელების სახელით შესაბამისი განცხადება გააკეთა…

ანალოგიური რამ მოხდა 2022 წლის მარტში, როცა სომხეთის ნაკრები ამხანაგურ მატჩში 0:9 დამარცხდა ნორვეგიასთან. მაშინ, მიზნად იყო დასახული ევრო 2024-ის ფინალურ ეტაპზე გასვლა…

კვირის მატჩსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა სომხურ საფეხბურთო საზოგადოებაში. ჩვენ რამდენიმე მოსაზრებას შემოგთავაზებთ…

არმან აბელიანი, საფეხბურთო კომენტატორი:
“გუნდში რთული, უსამართლო, არაჯანსაღი ატმოსფეროა და ეს მარცხიც არ არის უბრალო მარცხი. გუნდი რამდენიმე ჯგუფადაა დაყოფილი: ადგილობრივები, რუსეთიდან ჩამოსულები და ასე შემდეგ. არიან ფეხბურთელები, რომელთაც დიდი დარწმუნების შემდეგ პასპორტი მისცეს, ისინი ნაკრებში პირადი მიზნებისთვის თამაშობენ და ძირითად შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული აქვთ.

არაჯანსაღი მდგომარეობის მრავალი მაგალითი არსებობს, რომელიც რამდენიმე დამოუკიდებელმა და სანდო წყარომ პირად საუბრებში დააფიქსირა. ერთმა ფეხბურთელმა ბოდიში მოიხადა, რომ სომხურად არ ლაპარაკობდა, მაგრამ ორი წელი გავიდა და მას ჯერ კიდევ არ უმღერია ეროვნული ჰიმნი. არიან ადგილობრივებიც, რომლებიც ბოლომდე არ არიან ერთგულნი თავიანთი საქმის, მაგრამ პრობლემა, ვიმეორებ, არაკეთილსინდისიერ ატმოსფეროშია.

და ამ ვითარებაში მწვრთნელი თამაშის წინა დღეს რანოსს ლანძღავს და თავს მკაცრი მწვრთნელის პოზიციაში აყენებს. არცერთი ნორმალური მწვრთნელი არ გააკეთებდა მსგავს რამეს თამაშის წინა დღეს და უთანხმოების მოგვარებას მოგვიანებით გადადებდა. მანამდე იგივე გააკეთა უკრაინელმა მწვრთნელმა ოლექსანდრ პეტრაკოვმა (დღევანდელი მწვრთნელის წინამორბედი) სარგის ადამიანთან მიმართებაში – უბრალოდ, თქვა, რომ აღარ სურდა ნაკრებში თამაში, რამაც ხალხი მის წინააღმდეგ განაწყო.

ეს ხელოვნურად შექმნილი გუნდია, რომელიც არ არის ნაკრები, რაც გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ტაქტიკა ან ტექნიკა. ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი მხოლოდ ფედერაციაა, რომელიც ბევრ სფეროში ჩავარდა”.

რობერტ გასპარიანი, სპორტული ჟურნალისტი:
“საქართველოს ნაკრებთან დაპირისპირებამდე ცნობილი იყო, რაც ხდებოდა ჩვენი გუნდის გასახდელში – ქაოსი, და რაც არ უნდა თქვას ჯონ ვან’ტ სხიპმა, რომ კარგი ატმოსფეროა, არ დავიჯერებ. კითხვები ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებსაც აქვთ. არის პრივილეგირებული ჯგუფი, რომელსაც შეუძლია გააკეთოს, ისაუბროს და მოიქცეს ისე, როგორც სურს.

სამაგიეროდ, მათ იციან, რომ მაინც ითამაშებენ. ტიგრან ბარსეგიანის მაგალითმა აჩვენა, რომ ავტორიტეტი ყოველთვის არ მუშაობს და ერთ დღესაც, შეიძლება, რომელიმე უკრაინელმა ავანტიურისტმა (პეტრაკოვი) ჩვენს გუნდს უხელმძღვანელოს და დაემშვიდობოს ბარსეგიანს, ფედერაცია კი ამას მშვიდად შეხედავს”.

რობერტ არზუმანიანი, სომხეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი მოთამაშე:
“2025 წლის ოქტომბერში ზუსტად 10 წელი შესრულდება, რაც ლევან კობიაშვილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობაზეა. სულ რაღაც 10-12 წლის წინ ქართული ფეხბურთი ღრმა კრიზისში იყო.

მაშინ ექსპერტებმა ერთხმად დაადასტურეს, რომ სომხეთის ნაკრები განვითარების მხრივ წინ იყო. ახლა სურათი სრულიად განსხვავებულია. 10 წლის განმავლობაში კობიაშვილის გუნდმა, სახელმწიფოს მნიშვნელოვანი მხარდაჭერით, რადიკალური რეფორმები გაატარა და ქართული ფეხბურთი მთლიანად გარდაქმნა.

დაწვრილებით დავწერე, როგორ მიაღწიეს ამას მანამ, სანამ საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ზე გავიდოდა და იქ ნამდვილ ფურორს მოახდენდა. ახლა მინდა ლევან კობიაშვილს და მის გუნდს გასული 10 წლის განმავლობაში გაწეული ბრწყინვალე სამუშაო მივულოცო. საქართველოს ნაკრების თამაში ამ ფართომასშტაბიან ცვლილებებში მხოლოდ აისბერგის მწვერვალია”.

lelo.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

5 ქართველი სიმბოლურში, ნახევარდაცვა მთლიანად ქართულია

ქოჩორაშვილის შეძენას ნაპოლი და სპორტინგი შეეცდებიან