გიორგი მიქაუტაძემ ლიგა 1-ის ბოლო ტურში მხოლოდ 10 წუთი ითამაშა. მისი „ლიონი“ შინ 2:3 დამარცხდა ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-სთან. სამწუხაროდ ისე მოხდა, რომ ჩვენები ერთმანეთს მოედანზე ვერ შეხვდნენ, თუმცა თავი ორივემ გამოიჩინა. ხვიჩა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, ჟორჟი კი მცირე დროის მიუხედავად, საგოლე პასითაც გამოირჩა, ლამაზი მაკრატელაც მოასწრო, სამჯერ სცადა კარის აღება, მის შეჩერებას ვერ ახერხებდნენ და… ორმა ანალიტიკურმა საიტმა თავის გუნდში საუკეთესოდაც დაასახელა. გავმეორდეთ, ეს მხოლოდ 10 წუთის მიუხედავად.
ქართველ ფეხბურთელს Sofascore-მა 7.8 ქულა დაუწერა, ხოლო Flashscore-მა – 7.4 ქულა.
GIPHY App Key not set. Please check settings