ლუკა მოდრიჩი და ნაჩო ფერნანდესი ახლოს არიან, რომ მადრიდის „რეალის“ ისტორიაში“ ყველაზე ტიტულიანი ფეხბურთელები გახდნენ.
ესპანეთის სუპერთასზე „ბარსელონას“ დამარცხების შემდეგ ესპანელსა და ხორვატს 24 ტროფეი მოუგროვდათ თეთრი მაისურით და მიუახლოვდნენ მარსელოსა და ბენზემას.
აი როგორ გამოიყურება ჯილდოების მომგები მოთამაშეების ათეული:
- მარსელო x 25
- ქარიმ ბენზემა x 25
- ლუკა მოდრიჩი x 24
- ნაჩო x 24
- დანი კარვახალი x 23
- პაკო ხენტო x 23
- სერხიო რამოსი x 22
- მანოლო სანჩისი x 22
- ტონი კროოსი x 21
- იკერ კასილიასი x 19
იმის გათვალისწინებით, რომ „რეალს“ ჯერ კიდევ შეუძლია მოიგოს ლა ლიგა, ესპანეთის თასი და ჩემპიონთა ლოგა, ნაჩოს და ლუკას აქვთ შანსი ამ სეზონშივე გადაწერონ კლუბის ისტორია.
GIPHY App Key not set. Please check settings