ზურიკო დავითაშვილმა „ოსერს“ 3:1 მოუგო. დიახ, უფრო ზურიკომ, ვიდრე „სენტ ეტიენმა“, რადგან სამივე გოლი ქართველი შემტევის ანგარიშზეა. შეფასებაც უიშვიათესია – 10 ქულა.
ალექსანდრე იაშვილის (2003 წელს “ფრაიბურგი”-“ვოლფსბურგი” შეხვედრა) შემდეგ დავითაშვილი გახდა მეორე ქართველი, რომელმაც ტოპ 5-ში ჰეთ-თრიკი შეასრულა.
ჩემპიონატში “სენტ ეტიენმა” 6 გოლი გაიტანა, დავითაშვილი უშუალოდ მონაწილეობდა 5-ში: 3 გოლი და 2 ასისტი.
„ვინ გააჩერებს ზურიკო დავითაშვილს ამ სეზონში? ბოლო 4 მატჩში 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემა დაუგროვდა“, – წერს ლიგა 1-ის გვერდი.
მე-15 წუთზე ზურიკომ „სენტ ეტიენის“ კომბინაცია წამოიწყო, მერე ბურთი დაიბრუნა, საჯარიმოსთან რამდენიმე მცველს გაცდა და შორეულ კუთხეში ჩაჭედა.
54-ე წუთზე ზურიკომ კვლავ გააბითურა დაცვა, მიაყოლა მეკარეც და…
ამის შემდეგ ხელსაყრელ სიტუაციაში მყოფმა ძელს მოარტყა ბურთი.
86-ე წუთზე კვლავ ერთი-ერთზე აღმოჩნდა მეკარესთან და ლამაზად დაამთავრა შეტევა.
შეფასებები: Flashscore – 9.0; Sofascore – 9.3; Whoscored – 10.0.
სენტ-ეტიენი – ოსერი 3:1
გოლები: 1:0 დავითაშვილი (15), 2:0 დავითაშვილი (54), 2:1 ბერი (74), 3:1 დავითაშვილი (86)
ამ გამარჯვებით ლიგა 1-ში „სენტ ეტიენი“ 7 ქულით მე-12 ადგილზე გადავიდა, მომდევნო შეხვედრა კი 19 ოქტომბერს უწევს შინ, „ლანსთან“.
GIPHY App Key not set. Please check settings