in ,

10 წუთი სასწაულამდე: გერმანია კინაღამ ჩარჩა

ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩში გერმანიის ნაკრებმა შინ კინაღამ წააგო უნგრეთთან – 2:2. გერმანელები მატჩის მიწურულს, 84-ე წუთზე ლეო გორეცკამ იხსნა, რომლის დარტყმულს თავგანწირვით მებრძოლი უნგრელი მცველები ვეღარ გადაეღობნენ. ამ ფრემ გერმანიას საშუალება მისცა ჯგუფიდან გასულიყო. ახლა ბუნდესთიმი პირდაპირ ლონდონში მიდის, ინგლისთან.

This image has an empty alt attribute; its file name is Screenshot-2021-06-24-011515.jpg

ანგარიში მალევე გაიხსნა: მე-11 წუთზე ადამ სალაიმ ფლანგური ჩაწოდების შედეგად გაიტანა. ბუნებრივია, გერმანია მთლიანად მეტოქესთან გადავიდა, თუმცა უნგრელების კონტრშეტევების მცდელობებიც უნდა აღინიშნოს.

მასპინძელებმა გათანაბრება მხოლოდ 66-ე წუთზე მოახერხეს. მეკარე გულაჩის შეცდომით კაი ჰავერცმა ისარგებლა და გაათანაბრა. თუმცა შეცდომა უფრო ის იყო, რაც ერთ წუთში ნოიერმა იკისრა. გამოცდილი გოლკიპერი კარიდან გამოვიდა და შეფერს თავით გაატანინა.

უნგრეთი ისევ წინ გავიდა და რადგან პარალელურ მატჩში პორტუგალიამაც გაათანაბრა, გერმანელებს ფიასკოსთვის თავის დასაღწევად მხოლოდ გოლი სჭირდებოდათ. მცდელობამ შედეგი ბოლოსკენ გამოიღო… გორეცკას დარტყმა და გერმანია ლონდონში მიდის…


თამაშები ისე მიმდინარეობა, რომ სატურნირო ცხრილი 8-ჯერ შეიცვალა, გერმანია წამების ინტერვალში ხან ვარდებოდა და ხან მეორეზე იყო. მეორეზევე დარჩა.

უნგრეთს კი ასეთ ურთულეს ჯგუფში ასეთი თამაშისთვის (უფრო ბრძოლისთვის) და ბოლომდე შანსის შენარჩუნებისთვის მხოლოდ და მხოლოდ შექება და მადლობა ეკუთვნის.

ავტორი Vakhtang Daraselia

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0