in

10 ცვლილება: მაისაშვილმა ესპანეთთან სამატჩო რაზმი დაასახელა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 14 მარტს მადრიდში 2021 წლის “რაგბი ევროპის ჩემპიონატის” მეორე ტურის შეხვედრას ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. წინა მატჩისგან გასხვავებით, რომელშიც ჩვენმა გუნდმა პორტუგალია 26:19 დაამარცხა, ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა შემადგენლობაში 10 ცვლილება განახორციელა.

ცუდი დასაწყისის კარგი დასასრული: საქართველომ პორტუგალია დაამარცხა

შერკინების პირველ ხაზში ის მორაგბეები დაიწყებენ თამაშს, რომლებიც პორტუგალიასთან მარქაფაში იყვნენ – ბექა გიგაშვილი, შალვა მამუკაშვილი და გიორგი ხარაიშვილი.

მეორე ხაზში ძირითად შემადგენლობაში ადგილი შეინარჩუნა ლაშა ჯაიანმა, რომელსაც ამჯერად ნოდარ ჭეიშვილის ნაცვლად, დავით გიგაური შეუწყვილდება.

მესამე ხაზში კლავ ძირითადშია თორნიკე ჯალაღონია, ფლანკერების პოზიციაზე კი, მიხეილ გაჩეჩილაძედა ირაკლი ცხადაძე ითამაშებენ.

ღერძის პოზიციაზე ერთმანეთს გელა აფრასიძე და თედო აბჟანდაძე შეუწყვილდებიან.

უკანა ხაზში, წინა მატჩის მსგავსად, ცენტრებზე მერაბ შარიქაძე და გიორგი კვესელაძე იქნებიან. ფრთებზე კი, ამჯერად აკაკი ტაბუცაძე და დემურ თაფლაძე ითამაშებს. ფულბეკის პოზიციაზე კი, სოსო მათიაშვილს დავით ნინიაშვილი ჩაანაცვლებს.

ესპანეთი-საქართველოს მატჩი კვირას, 15:45 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს ტელეკომპანია “იმედი” შემოგთავაზებთ.

ლევან მაისაშვილი: როტაციას მომდევნო მატჩებშიც მივმართავთ

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

11 რთული კითხვა – რამდენს გამოიცნობ გუგლის დახმარების გარეშე?

ერთი ნაბიჯი ჩემპიონობამდე: ბასილაშვილი დოჰას მასტერსის ფინალშია