ედენ აზარმა ლა ლიგის ბოლო ტურის მატჩიც ვერ ითამაშა. მიზეზის გამოცნობა ალბათ არავის გაუჭირდება. მას ისევ დისკომფორტი ჰქონდა.
As-მა გამოითვალა, რა უღირს აზარის სათამაშო წუთი და ერთი გოლი „რეალს“. გამოთვლა სატრანსფერო ღირებულების მიხედვით მოხდა.
2019 წელს აზარი „რეალში“ 100 მლნ ევროს სანაცვლოდ (ბონუსების ჩაუთვლელად) „ჩელსიდან“ მოხვდა. გადასახდელი თანხა 5 წელიწადზე გაიყო, 40 მლნ უკვე გადახდილია. ფეხბურთელის ხელფასი წლიურად დაახლოებით 30 მლნ ევროა წელიწადში გადასახადებისა და პანდემიის გამო 10%-იანი დაკლების ჩაუთვლელად.
აზარის ერთი სათამაშო წუთი „რეალს“ 39 400 ევრო უჯდება. ყოველი გოლი, ბელგიელმა კი 5 გაიტანა, – 18.8 მლნ ევრო. აღინიშნება, რომ „რეალის“ ხელმძღვანელობა იმედგაცრუებულია აზარით.
რატომღაც სხვანაირად რომ იყოს.
GIPHY App Key not set. Please check settings