ერლინგ ჰოლანდი პრემიერლიგის უსწრაფესი ფეხბურთელების სიაში შევიდა.
ნორვეგიელმა ინგლისის მიმდინარე ჩემპიონატში 35,7 კმ/სთ-მდე აჩქარება მოახერხა – ეს საუკეთესო შედეგია „მანჩესტერ სიტიში“.
თავიანთ კლუბებში ამ მაჩვენებლით მასზე წინ მხოლოდ მიკი ვან დე ვენი (ტოტენჰემი, 37,1 კმ/სთ), კარლოს ბორხესი (ვულვერჰემპტონი, 36,6 კმ/სთ) და ენტონი ელანგა (ნოტინჰემ ფორესტი, 35,9 კმ/სთ) დგანან.
სია BBC-მა შეადგინა Opta Sports-ის მონაცემების საფუძველზე.
„არსენალის“ ყველაზე სწრაფი მოთამაშე გაბრიელ მარტინელია (35,6 კმ/სთ), „მანჩესტერ იუნაიტედში“ ალეხანდრო გარნაჩო (35,5 კმ/სთ), „ჩელსიში“ გამორჩეულია პედრო ნეტო (35,4 კმ/სთ), “ლივერპულში“ – ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი (34,7 კმ/სთ).
პრემიერლიგაში ყველაზე მეტი აჩქარება „ნიუკასლის“ ენტონი გორდონმა გააკეთა (187), ყველაზე მეტი ირბინა „საუთჰემპტონის“ ფლინ დაუნსმა (82,4 კმ), ფეხით ყველაზე მეტი გაიარა ჰოლანდმა (28,2 კმ).
GIPHY App Key not set. Please check settings