პრემიერლიგის დაწყებამდე ლამის ორი თვეა დარჩენილი, მაგრამ ინგლისური კლუბები სატრანსფერო ბაზარზე ისე აქტიურობენ, ბუქმეიქერებმა უკვე დაიწყეს სხვადასხვა ნომინაციაზე კოეფიციენტის შედგენა. ინდივიდუალურ ჭრილში ყველაზე საინტერესო ოქროს ბუცის, ანუ ყველაზე მეტი გოლის გამტანი ფეხბურთელის გამოვლენაა და ბრიტანულმა “SKY SPORTS”-მა 12 მოთამაშეზე გადაანაწილა კოეფიციენტები.
მიუხედავად იმისა, რომ ერლინგ ჰოლანდს ჯერ პრემიერლიგაში არ უთამაშია, ექსპერტთა აზრით, ჯილდოს მოგების მთავარი პრედენტენტი ისაა და მისი გამარჯვების კოეფიციანტი 9/2-ს ანუ ჩვენს ენაზე 5.5-ს უტოლდება. 1 გირვანქიანი ფსონის შემთხვევაში უკან 5.5 გირვანქას დაიბრუნებთ. რატომ ჰოლანდი? მიზეზი გასაგებია, გასულ სეზონში, მხოლოდ ბუნდესლიგაში 24 მატჩში 22 ჯერ დაამწუხრა მოწინააღმდეგე და ჯამურად 89 შეხვედრაში 86 ბურთი დაუგროვდა. ამას ერთვის „მან სიტის“ საგოლე შანსების შექმნის უნარი და სინთეზი რაღაც გიჟური გამოდის. ჰო, ვნახოთ რაიქნება, თუმცა ჰოლანდის ფავორიტობა გასაკვირი სულაც არ არის.
მეორე ადგილზე ეგვიპტელი მო სალაჰია. სალაჰმა „ლივერპულურ“ კარიერაში სამჯერ მოახერხა ოქროს ბუცის მოგება და არც გასული სეზონი ყოფილა გამონაკლისი, ოღონდ მან ეს ჯილდო სამხრეთ კორეელ სონთან გაინაწილა, ორივემ 23 გოლის გატანა მოახერხა. სალაჰის მოგების შანსი 5/1-ის ტოლია, რაც 6.0 კოეფიციენტს ნიშნავს. აქაც ყველაფერი გასაგებია, ჰოლანდის ფაქტორი კიბატონო, მაგრამ ეგვიპტელ „ფარაონს“ ყველაფერი შეუძლია და ამიტომაცაა მასსა და ერლინგს შორის სხვაობა სიმბოლური.
კვარცხლბეკის მესამე პედესტალზე ჰარი კეინია. ინგლისის ნაკრების ყველა დროის მეორე საუკეთესო ბომბარდირი და პრემიერლიგის ერთ-ერთი გამორჩეული ფორვარდი სეზონის წინ მუდმივად ფავორიტებშია. გასულ სეზონში ოქროს ბუცი 23 გოლით მოიგო ისე კი კარიერაში სამჯერ აქვს ხსენებული ჯილდო მოპოვებული. კეინის მთავარი პრობლემა აგვისტოს თვეა. წლებია, რაც ზაფხულის დასკვნითი აკორდი მისთვის წყევლად არის ქცეული, მაგრამ მოწინავე სამეულს მაინც არ ტოვებს, მისი შანსი 7.0-ით არის შეფასებული.
მეოთხეზე „ტოტენჰემელი“ სონია. გასულ სეზონში 23 გოლის გამტანი მოთამაშე და ოქროს ბუცის მომგები მოწინავე სამეულშიც ვერ მოხვდა იმდენად დიდი კონკურენციაა, მაგრამ სონს ეს არ ადარდებს. სეზონიდან-სეზონამდე მისი პროგრესი აშკარაა და ბოლო პერიოდში გოლების მანქანადაც იქცა. მოკლედ, ბომბარდირთა დავაში სამხრეთ კორეელი მსუყე კანდიდატია. მისი შანსი 8.0 ია.
რამდენი წლის გახდება თებერვალში კრიშტიანუ რონალდუ? 38-ის. რთულია ღიმილნარევი აღტაცება არ აღგებეჭდოს სახეზე. მიუხედავად „იუნაიტედის“ არასახარბიელო სათამაშო ხარისხისა, ლეგენდარული 7-იანი მაინც 5-ეულშია. მის შანსებს ბუქმეიქერები 9.0-ით აფასებენ. გასულ სეზონში დაბრუნებულმა რონალდუმ 18 გოლის გატანა მოახერხა და ლიდერებს 5 ბურთით ჩამორჩა.
სიაშია მეექვსეა აწ უკვე „ლივერპულის“ შემტევი დარვინ ნუნიესი, რომლის სანაცვლოდაც წითლებმა ლისაბონელ წითლებს 80 მილიონი გადაუხადეს. 22 წლის შემტევმა გასულ სეზონში ყველა ტურნირზე 34 გოლი გაიტანა და პრემიერლიგის ისტორიაში მე-5 ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეც გახდა. რა რა და, გამოკვეთილი 9-იანით კლოპს აქამდე მერსისპირეთში არ უმუშავია, ვნახოთ როგორ ინტეგრირდება 22 წლის ურუგვაელი გუნდში. მისი კოეფიციენტი 15.0-ია.
რაც შეეხება სიის დანარჩენ წევრებს:
რომელუ ლუკაკუ- 17.0
გაბი ჟეზუსი – 21.0
კალუმ ვილსონი, დიოგუ ჟოტა, ხულიან ალვარესი და ოლი უოტკინსი – 26.0
ახალი სეზონი 6 აგვისტოს დაიწყება…
GIPHY App Key not set. Please check settings