ერლინგ ჰოლანდი 2022/23 წლების სეზონში ევროპის ტოპ ლიგებში გოლების რაოდენობით ლიდერია.
ახოვანმა ფორვარდმა „სიტის“ რიგებში ყველა ტურნირზე 52 გოლი გაიტანა 53 მატჩში და საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
მეორე ადგილზეა პსჟ-ს ფრანგი გოლეადორი კილიან მბაპე – 41 გოლი.
მას მოჰყვებიან „ბარსელონელი“ რობერტ ლევანდოვსკი (33 ბურთი) და „ტოტენჰემის“ ჰარი კეინი (32).
ვიქტორ ოსიმენმა („ნაპოლი“), ქარიმ ბენზემამ („რეალი“) და ალეკსანდრ ლაკაზეტმა („ლიონი“) 31-31 გოლი გაიტანეს.
30 გოლი მოაგროვეს მო სალაჰმა („ლივერპული“) და მარკუს რაშფორდმა („მანჩესტერი“).
GIPHY App Key not set. Please check settings