ერლინგ ჰოლანდი პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელობის პრეტენდენტია ფანების ვერსიით.
პროფესიულმა საფეხბურთო ასოციაციამ (PFA) სეზონის საუკეთესო ფეხბურთელების ნომინანტები დაასახელა. საუბარია გულშემატკივრების ვერსიაზე.
სიაში შევიდნენ: ერლინგ ჰოლანდი, კევინ დე ბრუინი („სიტი“), ჰარი კეინი(„ტოტენჰემი“), მარტინ ედეგორი, ბუკაიო საკა („არსენალი“), მარკუს რაშფორდი („მანჩესტერი“).
გამარჯვებულს გულშემატკივრების გამოკითხვა გამოავლენს, რომელიც 21 მაისამდე გაგრძელდება.