ერლინგ ჰოლანდის ზაფხულის არდადაგებით ტკბება, ნორვეგიელი დიზაინერ ტომი ჰილფიგერისა და თვით მონაკოს თავადის კამპანიაში ატარებს დროს. მათთან ერთად იყო დიზაინერი და ბიზნესმენი უმარ კამანიც.
ჰოლანდს მშვენიერი სეზონი ჰქონდა, 52 გოლი გაიტანა და „სიტი“ ისტორიულ ტრებლამდე მიიყვანა. ახლა 22 წლის ბიჭი დამსახურებულად ისვენებს და ის მოდის სამყაროს გავლენიან ფიგურებს შეუერთდა მდიდრულ იახტაზე.
ჰოლანდმა იბიცაზე ყოფნაც მოასწრო, სადაც ხორვატ მოდელ ივანა კნოლს გადაეყარა.
ახლა ნორვეგიელი „სიტიში“ დაბრუნების დღეებს ითვლის. მის გუნდს 6 აგვისტოს ინგლისის სუპერთასი აქვს მოსაგები, ხუთ დღეში კი პრემიერლიგაც ეწყება.
GIPHY App Key not set. Please check settings