in

ჰიულმანდის წასვლა ქოჩორაშვილს მეტ შანსს მისცემს

„სპორტინგის“ ხელმძღვანელობა ეძებს მოთამაშეს, რომელიც დანიელ მორტენ ჰიულმანდს შეცვლის, გიორგი ქოჩორაშვილს კი მეტი დრო მიეცემა ან იჯარით სხვა გუნდში წავა – ამის შესახებ პორტუგალიური გამოცემა leonino წერს.

„მორტენ ჰიულმანდი მომავალ ზაფხულს „სპორტინგს“ დატოვებს, გუნდის დირექტორთა საბჭო უკვე მუშაობს მისი შემცვლელის პოვნაზე. 2023 წლის ზაფხულში კონტრაქტის გაფორმების შემდეგ 26 წლის დანიელმა თავიდანვე დაამტკიცა, რომ საიმედო მოთამაშეა. თუმცა მომავალ ზაფხულს მისი წასვლა გარდაუვლად ითვლება.

„სპორტინგში“ უკვე აქტიურად მუშაობენ კაპიტნის შემცვლელის მოსაძებნად. 2026/27 წლების სეზონის დაგეგმვისას ნახევარდაცვაში მნიშვნელოვანი ცვლილებებია მოსალოდნელი. სავარაუდოა, რომ, მორტენ ჰიულმანდთან ერთად, ჰიდემისა მორიტაც წავა, რაც სატრანსფერო ბაზარზე მნიშვნელოვან ინვესტიციებს მოითხოვს.

რაც შეეხება დარჩენილ ვარიანტებს: 19 წლის ჟოაო სიმოეში არის აწმყოც და მომავალიც. დანიელ ბრაგანსა ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ ადგილის განმტკიცებას ცდილობს, ხოლო გიორგი ქოჩორაშვილი, რომელიც „სპორტინგმა“ გასულ ზაფხულს „ლევანტედან“ დაიმატა, კვლავ თავის დამკვიდრებას აგრძელებს – შესაძლოა, ჰიულმანდის და მორიტას წასვლის შემთხვევაში მეტი დრო მისცენ ან თუნდაც იჯარით გაუშვან.

ცხადია, რომ „სპორტინგს“ მოუწევს ბაზარზე მუშაობა, რომ მოსალოდნელი დანაკლისი შეავსოს“, – ამტკიცებს პორტუგალიური გამოცემა.

1tv.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხვიჩა ძირითადში იყო, 60 წუთი კარგად ითამაშა და პსჟ-მ წააგო

ლოჩოშვილმა ისევ კარგი შეფასებები მიიღო, ნიურნბერგმა მეტოქე გაანადგურა