35 წლის სლოვაკი ნახევარმცველი მარეკ ჰამშიკი ამჟამად “ტრაბზონსპორის” ღირსებას იცავს, იქამდე კი 12 სეზონი “ნაპოლიში” თამაშობდა. ის თავის ყოფილ გუნდს თურქულ შეკრებაზე ეწვია და Pazzi di Fanta-ს შთაბეჭდილებები გაუზიარა. ჰამშიკმა არ დამალა, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ გააკვირვა.
“წარმოუდგენელია, რომ სამი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი (კალიდუ კულიბალი, დრის მერტენსი და ლორენცო ინსინიე) ერთდროულად წავიდნენ. ამ მხრივ გულშემატკივრები გულნატკენნი დარჩებოდნენ, მაგრამ თუ სხვა მხრივ შევხედავთ, შესანიშნავი ფეხბურთელები მოვიდნენ – კიმი, “კვარა” და ოსიმენი.
მე “კვარასგან” ამას არ ველოდი. ვფიქრობ, ყველა გააკვირვა: მისი დრიბლინგი გასაოცარია”.
GIPHY App Key not set. Please check settings