in

ჰამილტონი რასიზმის მსხვერპლი გახდა

“ფორმულა 1”-ის ყოფილმა მრბოლელმა, ბრაზილიელმა ნელსონ პიკემ, ერთ-ერთ ბრაზილიურ შოუში, ყველაზე ტიტულოვან მრბოლელ, ლუის ჰამილტონს „ნიგერი“ უწოდა. სიტყვა, რომლის ხმამაღლა წარმოთქმაც ზოგ ქვეყანაში პატიმრობით ისჯება, ზოგგან ფულადი ჯარიმით, ზოგგანაც კაი გვარიანი დაჟეჟვით.

რამ გამოიწვია ბრაზილიელის წყრომა? მიზეზი მარტივია. მისი ქალიშვილი მაქს ფერსტაპენის შეყვარებულია და ბრაზილიელმაც სასიძოს დაუჭირა მხარი. მოსკოვის გრან პრიზე ჰამილტონისა და ფერსტაპენის ბოლიდები ერთმანეთს შეეჯახნენ და ბეწვზე გადარჩაო თუ რამეს შეიძლება ეწოდოს, სწორედ ეს შემთხვევაა, რადგან ფერსტაპენის საბურავმა ჰამილტონის თავს სანტიმეტრებში ჩაუარა.


ჰოდა, ეს კაი კაცი, პატივცემული პიკე ამგვარად ამკობს მსოფლიოს 7 გზის ჩემპიონს. პასუხმა არ დააყოვნა, გუშინ მერსედესმა კაი გემრიელად გამოლანძღა ბრაზილიელი თავკერძა და დღეს ფორმულა 1-ის ოფიციალურმა თვითერ გვერდმა შემდეგი რამ დაწერა: „ლუის ჰამილტონი ამ სპორტის ამბასადორია. მან ფორმულა 1-ის პოპულარიზაციისათვის ყველაზე მეტი გააკეთა. ასეც რომ არ იყოს, დაუშვებელია რაიმე სახის დისკრიმინაცია. ჩვენ შენს გვერდით ლუის!“.

თავად ჰამილტონის პასუხმაც არ დააყოვნა. მისი თქმით, მუდმივად რასიზმის მსხვერპლია და კარიერის ყველა ეტაპზე ამასთან გამკლავება უწევდა. ჰამილტონი ამატებს, რომ ამ, ულამაზეს სპორტის სახეობას ასეთი ხალხი უბრალოდ არცხვენს.

სულ ცოტა ხნისწინ, ჰამილტონს აირტონ სენას ჩაფხუტიც კი აჩუქეს, რადგან მოგებული კვალიფიკაციების რაოდენობით ლუისი ბრაზილიელ ჯადოქარს გაუტოლდა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ცნობილია, რა თანხას გამოიმუშავებს ქეცბაია კვიპროსის ნაკრებში

კრიპტო სამყარო და პრემიერლიგა: რა გავლენა იქონია კრიპტობირჟის კატასტროფულმა ვარდნამ