in

ჰაიდენჰაიმმა მოიგო და პირდაპირ აღარ გავარდება: ბუდუ ბოლოს ათამაშეს

ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმმა“ სტუმრად უმნიშვნელოვანესი მატჩი მოიგო, სტუმრად ბერლინის „უნიონი“ დაამარცხა – 3:0. ამ გამარჯვებით გუნდმა მინიმუმ მე-16 ადგილი გაინაღდა, რაც პლე-აუტში თამაშის უფლებას ნიშნავს.

ქართველი ფორვარდი თადარიგში იყო და ბოლოსკენ, მოედანზე 83-ე წუთზე შევიდა.

უნიონი – ჰაიდენჰაიმი 0:3
გოლები: 0:1 ბეკი (12), 0:2 შეპნერი (56), 0:3 ბეკი (73)

„ჰაიდენჰაიმმა“ ბოლო 3 მატჩიდან 2 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა, 29 ქულით მე-16 ადგილზეა და 17 მაისს, ბოლო ტურში „ვერდერს“ უმასპინძლებს.
თუ ეს თამაშიც მოიგო, ხოლო „სანკტ-პაულმა“ (31 ქულა) თავისი დარჩენილი ორი მატჩი წააგო, მაშინ ბუდუ და მისი გუნდი ბუნდესლიგაში ადგილს პირდაპირ შეინარჩუნებენ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რატომ თქვა არსენალმა უარი კვარაცხელიაზე: რა მოხდა 2022 წელს