ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმი“ სტუმრად „ფრაიბურგთან“ დამარცხდა – 0:1.
ქართველი თავდამსხმელი ძირითად შემადგენლობაში იყო და სრულად კი ითამაშა, მაგრამ ერთ-ერთ სუსტ გუნდში უჭირს და გუნდს ვერც ამჯერად დაეხმარა.
თუმცა ჰქონდა საგოლე მომენტი, როცა ფლანგური პასის შემდეგ თავურით ახლო კუთხეში ურტყამდა და ბურთი მეკარემ მოიგერია.
შეფასებები: Flashscore – 6.7; Sofascore – 7.1; Whoscored – 6.5.
ფრაიბურგი – ჰაიდენჰაიმი 1:0
გოლი: გრიფო (30)
„ჰაიდენჰაიმმა“ ზედიზედ მე-4 თამაში წააგო, 21 ტურის შემდეგ 14 ქულით მე-16 ადგილზეა და ბუნდესლიგაში გავარდნის რეალური კანდიდატია.
მომდევნო მატჩს 14 თებერვალს ჩაატარებს, კონფერენს ლიგის მერვედფინალში გასასვლელი პლეი-ოფის პირველ შეხვედრაში სტუმრად გიორგი გოჩოლეიშვილის „კოპენჰაგენს“ დაუპირისპირდება.
GIPHY App Key not set. Please check settings