დორტმუნდის „ბორუსიას“ სუპერბომბარდირმა ერლინგ ჰაალანდმა „ბაიერნთან“ პრინციპულ მატჩში დუბლი გაიფორმა და პროფესიულ დონეზე გატანილი გოლების რაოდენობა 100-მდე გაზარდა. ნორვეგიელმა ასეულს უფრო მალე მიაღწია, ვიდრე თავის დროზე რონალდომ, მესიმ, ზლატანმა და მბაპემ.
ჰაალანდს დერ კლასიკაში ორი გოლი უკვე მე-9 წუთისთვის ჰქონდა გატანილი და პირველ საიუბილეო ნიშნულსაც მიაღწია.
რონალდოს 100 გოლისთვის 301 მატჩი დასჭირდა, ზლატანს – 245, მესის – 210, ხოლო მბაპეს – 180. აი ერლინგმა კი 100 გოლი 146 მატჩში გაიტანა.
მიუხედავად ნორვეგიელის ნაადრევი დუბლისა, „ბორუსიასთვის“ თამაში უიღბლოდ დასრულდა. „ბაიერნმა“ ანგარიში პირველ ტაიმშივე გაათანაბრა, შეხვედრის მიწურულს კი კიდევ ორჯერ გაიტანა – 4:2.
GIPHY App Key not set. Please check settings