in

ჰაალანდმა ყველა თანამშრომელს ძვირფასი საათი აჩუქა: ბიჭს 600 ათასი დაეხარჯა

ერლინგ ჰაალანდმა ძვირფასი საჩუქრები გაუკეთა დორმტუნდის „ბორუსიას“ ყველა თანამშრომელს.

21 წლის ნორვეგიელმა, რომელიც „სიტიში“ მიდის, აწ უკვე ყოფილ პარტნიორებს და მწვრთნელებს Rolex საათები უსახსოვრა, რომელთა ღირებულება 13-დან 15 ათას ევრომდეა.

საათები გერმანიაში ორი ლიმუზინით ჩაიტანეს ნიდერლანდებიდან, გუნდის ყველა წევრმა პერსონალურად მოიზომა.

ყველა საათი სპეციალურ ყუთში მოათავსეს, რომელსაც 3 ფოტო ამშვენებდა: ჰაალანდის სათამაშო ნომერი, თავად ერლინგის გოლის აღნიშვნის და მისივე ფოტო გერმანიის თასით. დაიტანეს ინიციალებიც EBH (Erling Braut Haaland).

გარდა ამისა, საჩუქრები მიიღო „ბორუსიას“ 20-ზე მეტმა თანამშრომელმა – ფიზიოთერაპევტებმა, მზარეულებმა და კონსულტანტებმა. მათ ჰაალანდმა Omega-ს საათი აჩუქა, რომელთა ფასი 7-დან 9500 ათასამდეა.

საერთო ჯამში, ერლინგმა თითქმის 600 ათასი ევრო დახარჯა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

პარიზის გიგანტები: ყველაზე მაგარი მბაპე, ცუდი მესი და ნეიმარის 100 გოლი

Exclusive: რაგბი ევროპის სუპერთასზე საქართველოს ჩემპიონიც ითამაშებს