in

ჰაალანდი ლევანდოვსკის შემცვლელად: ნორვეგიელი ვუნდერკინდის შესაძენად ბაიერნი დაწინაურდა: ოღონდ, ეს ყველაფერი გაისად

გერმანული Sky-ს ინფორმაციით, მიუნხენური გრანდი ჰაალანდის გადაბირებაზე სერიოზულად ფიქრობს – ოღონდ გაისად. გამოცემა წერს, რომ 2022 წლის ზაფხულში ჰაალანდი აუცილებლად დატოვებს “ბორუსიას”, მისი ხელში ჩაგდების მსურველთა სია გრძელია, მაგრამ ფავორიტი სწორედ “ბაიერნია”, სადაც ნორვეგიელმა რობერტ ლევანდოვსკი უნდა შეცვალოს. Sky-ს ცნობით, ჰაალანდის კონტრაქტში ჩადებულია პუნქტი, რომლის მიხედვითაც მას 2022 წელს “დორტმუნდიდან” წასვლა 75 მილიონ ევროდ შეუძლია, რაც ჰაალანდისთვის ძალიან კარგი ფასია. სწორედ ამას ელოდება რეკორდმაისტერიც.

სალიჰამიჯიჩმა ერლინგ ჰაალანდის შესახებ 8 აგვისტოს ისაუბრა.

“ის ტოპ-ფეხბურთელია და სუპერადამიანიც, როგორც გავიგე. ცხადია, მას ვაკვირდებით, მაგრამ დორტმუნდის ბორუსიას ფეხბურთელია. 60 გოლი 60 თამაშში – ასეთს უნდა დააკვირდე, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მოყვარულთა კლუბი ვიქნებოდით,” – უთხრა ბაიერნის სპორტულმა დირექტორმა კვირას Sport1-ს.

ჰაალანდი “დორტმუნდში” ავსტრიული “ზალცბურგიდან” 2020 წლის იანვარში გადავიდა და გერმანულ კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. გასულ სეზონში ნორვეგიელმა “დორტმუნდი”ს ღირსება ყველა ტურნირის 40 მატჩში დაიცვა, რომლებშიც 40 გოლითა და 12 საგოლე პასით გამოირჩა. ერლინგი დორტმუნდს გერმანიის თასის მოგებაში, ხოლო ბუნდესლიგაში მეოთხე ადგილის დაკავებაში დაეხმარა. ამჟამად Transfermarkt მის საბაზრო ფასად 130 მილიონ ევროს ასახელებს.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ოქრიაშვილი ამხანაგურ მატჩში დაიმტვრა-დიაგნოზი ჯერ უცნობია

ირაკლი აზაროვით ბრიუგე და ზაგრების დინამო ინტერესდებიან