in

ჯორდანი მაინც პირველია: ყველა დროის საუკეთესოები, ოღონდ საუკეთესოს გარკვევის გარეშე

არსებობს ასეთი ვებგვერდი TheTopTens-მა, რომელიც სხვადასხვა დარგში (კინო, მუსიკა სპორტი…) საინტერესო რეიტინგებს ადგენს. ერთ-ერთი წამოწყება მსოფლიოს ყველა დროის უდიადესი სპორტსმენების გარკვევაა.
თუმცა, გამოცემა აღნიშნავს, რომ:
ეს არ არის ყველა დროის საუკეთესო მოთამაშეების სია, თუმცა სიაში მყოფი ბევრი სპორტსმენი შესაძლოა შესანიშნავი ყოფილიყო. აქ არიან უდიდესი სპორტსმენები, რომლებიც ბადებენ კითხვას, რა ხდის ვინმეს დიდ სპორტსმენად. სპორტული სიდიადე განისაზღვრება სხვადასხვა უნარების მიხედვით. ეს მოიცავს სისწრაფეს, გამძლეობას, ძალას, კოორდინაციას. ამიტომ ამ სიაში არ შედიან სპეციალიზებული სპორტსმენები, როგორიცაა მარათონის მორბენლები ან ველოსიპედისტები. მიუხედავად იმისა, რომ ცხადია, რომ ლენს არმსტრონგი დიდი ოსტატია.

მოკლედ, TOP 10 ასეთი ამ ეტაპზე ასეთია:

მაიკლ ჯორდანი (კალათბურთი)
მუჰამედ ალი (კრივი)
უეინ გრეტცკი (ჰოკეი)
ბეიბ რუთი (ბეისბოლი)
მაიკლ ფელპსი (ცურვა)
უსაინ ბოლტი (მძლეოსნობა)
ჯიმ ტორპი (კალათბურთი, ბეისბოლი, ამერიკული ფეხბურთი, ჰოკეი, ცურვა, ჩოგბურთი, კრივი, მშვილდოსნობა)
ბო ჯექსონი (ბეისბოლი, ამერიკული ფეხბურთი)
პელე (ფეხბურთი)
ჯო მონტანა (ამერიკული ფეხბურთი)

ხმის მიცემა ჯერაც შეიძლება და თუ სიას ჩამოუყვებით, აქ კიდევ ბევრ ცნობილ და დიდ სპორტსმენს მოძებნით, მათ შორის ისეთებს, რომლებიც ევროპაში უფრო პოპულარულები არიან: როჯერ ფედერერი, კრიშტიანო რონალდო, ლეო მესი და სხვები.

ამერიკამ თქვა: ჯორდანი – ვინ არიან ისტორიის უდიდესი სპორტსმენები

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ეს სადღაც უკვე გვინახავს: კოცნის გარდა ერმოსომ კიდევ მიიპყრო ყურადღება – მესი გაიმეორა

ირაკლი აზაროვი შახტარის ფეხბურთელია