ამერიკული გამოცემების თანახმად, „ჰიუსტონ როკეტსის“ სუპერვარსკვლავი ჯონ ვოლი ნავსაყუდელს „crypto.com arena“-ზე დაიდებს და ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია მორიგ ვარკსვლავურ ტრიოს მიიღებს. გარდა ვოლისა, გუნდში პოლ ჯორჯი და კავაი ლეონარდი არიან.
2010 წელს დრაფტის პირველ ნომრად არჩეულმა ვოლმა, 10 სეზონი „ვაშინგტონ ვიზარდსში“ გაატარა, სადაც მაქსიმალური კონტრაქტი ანუ 47 მილიონი დოლარი მიიღო წელიწადში და 2020 წლიდან უკვე „როკეტსში“ გამოდის. გასულ სეზონში ჯონმა საშუალოდ, 20.6 ქულა და 6.9 ასისტი დააგროვა. 31 წლის ამერიკელის კარიერული საშუალო კი 19.5 ქულა და 5.7 ასისტია.
ტაირონ ლუს „კლიპერსი“ შემადგენლობის დიდი სიღრმითაა გამორჩეული. გარდა სუპერვარსკვლავებისა, გუნდში ივიცა ზუბაჩი, ნიკოლა ბატუმი, რეჯი ჯეკსონი, მარკუს მორისი და სხვა არაერთი „როულ ფლეიერია“.
ვოლის ტრანსფერი ჯერ არ გაოფიციალურებულა და უკვე დაიწყო საუბარი, რომ კლიპერსი ჩემპიონობის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი იქნება.
GIPHY App Key not set. Please check settings