ერლინგ ბრაუტ ჰოლანდი – 3 სიტყვა, ბრუტალური გარეგნობა და უკვე 13 გატანილი გოლი ახალ სეზონში. თუკი მისი გუშინდელი გოლი არ გინახავთ, სჯობს, ყველა საქმე გადადოთ და ამ საოცრებით შეიქციოთ თავი.
ახლა კი საინტერესო ისაა, რომ გუშინ, გამოცემა “ატლეტიკმა” ჯონ ვიკის ინტერვიუ გამოაქვეყნა. კიანუ რივზის პროტოტიპი არ გეგონოთ, ეს ვიკი “მიოლდეს” სკაუტი იყო, რომელმაც ჰოლანდი აღმოაჩინა და ბევრ გუნდსაც შესთავაზა.
ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ვიკმა ოლე გუნარ სულშერს უთხრა, რომ ჰოლანდი ეშმაკებისთვის შეეთავაზებინა და ასეც მოხდა, მაგრამ ემიუმ ჰოლანდის წაყვანა იუარა. იგივე ბედი გაიზიარა “ლივერპულმაც” და “არსენალმაც”.
“ვიცოდი, რომ ოლეს სიტყვას მანჩესტერში სხვა ფასი ჰქონდა და ისიც აქტიურად არწმუნებდა ყველას, რომ ეს ბიჭი შეეძინათ, მაგრამ არ მოუსმინეს. დღეს კი, ალბათ, ყველა ნანობს” – მიდი და შეეკამათე, ერლინგს მატჩების რაოდენობის გოლი აქვს გატანილი…
“როდესაც მას უყურებდნენ, ამბობდნენ, რომ ის ძალიან მაღალი და ძლიერია, შესაბამისად, კარგი თარგეთ მენი იქნებაო (სამიზნე კაცი), მაგრამ არა, მას ყველაფერი შეეძლო და მასზე უნივერსალი მოთამაშე მე არ მინახავს” – იმას ჟეზუსი ჰყავს, ამას ნუნიესი, აქეთ ობამეიანგია და იქით ანტონი, მაგრამ ერლინგ ბრაუტ ჰოლანდმა ყველაფერი სხვანაირად დაგვანახა!
GIPHY App Key not set. Please check settings