შუა კვირაში რამდენიმე დღეზე გადანაწილებული ინგლისური ტური სუპერმატჩით დასრულდა. „მანჩესტერმა“ შინ „არსენალს“ უმასპინძლა და მიუხედავად გუნდების სატურნირო მდგომარეობისა, ერთ-ერთი პრემიერლიგური კლასიკა მაინც ყოველთვის ინარჩუნებს ინტრიგასა და ინტერესს. ამ მატჩმაც მოლოდინი გაამართლა და მოლიდინი ქომაგებს ერთხელაც გაუმართლა რონალდომ. სწორედ კრიშტიანოს დუბლით მოახერხა „იუნაიტედმა“ გამარჯვების მოპოვება.
პირველი ნახევარი 1:1 დასრულდა, მეორეს დასაწყისში, 52-ეზე კრიშტიანომ დააწინაურა თავისიანები, შემდეგ ანგარიში გათანაბრდა და პორტუგალიელმა საბოლოო წერტილი 70-ე წუთზე პენალტით დასვა. ვთქვათ ისიც, რომ „არსენალმა“ გოლი მაშინ გაიტანა, როცა დე ხეა გაზონზე იწვა, მსაჯმა კი გოლი ჩათვალა.
“მანჩესტერს” აქამდე სამი თამაში არ ჰქონდა მოგებული ჩემპიონატში. აღსანიშნავია, რომ ქერიკი წავიდა „მანჩესტერიდან“ „არსენალის“ დამარცხების შემდეგ- მან კლუბში15 წელი გაატარა.
ლიდერებს კი ქულები არ დაუკარგავთ, ცოტა „ჩელსის“ გაუჭირდა და ვერც „სიტიმ“ მოიგო დამაჯერებლად, აი „ლივერპული“ ისევ დიდებულია და საუცხოო მატჩი ჩაატარა საკუთარ ქალაქში, მაგრამ სტუმრად. „ევერტონთან“. ლოვრენმა კი „ფრანს ფუტბოლი“ გააქილიკა და ბრწყინვალე ფორმაში მყოფ სალაჰს მიმართა: „ასევე გააგრძელე და France Football დაგაყენებს მე-6 ადგილზე“.
„ლივერპულმა“ პრემიერლიგაში ბოლო სამი მატჩი საერთო ამგარიშით 12:1 მოიგო.
„მანჩესტერმა“ პრემიერლიგაში „არსენალი“ პირველად დაამარცხა 2018 წლის შემდეგ.
რონალდომ სეზონის 16 მატჩში 12 გოლი გაიტანა: 6 ჩემპიონთა ლიგაზე და 6 პრემიერლიგაში.
რონალდო: „ახლა ზეიმის დრო არ არის. უკვე მომდევნო მატჩისთვის ვემზადებით“.
არტეტა: „შეიძლება ითქვას, რომ „არსენალმა“ მეტი დაიმსახურა. მაგრამ ეს ჩვენი ბრალია“.
ბრუნო ფერნანდეშმა „იუნაიტედის“ რიგებში 100 მატჩი ჩაატარა. მას 78 (44+34) ქულა აქვს ამ დროში. ეს კი ყველაზე მეტია პრემიერლიგის მოთამაშეებს შორის.
„ლივერპულმა“ 4+ გოლი „ევერტონს“ სტუმრად 3-ჯერ გაუტანა ჩემპიონატის შეხვედრაში.
სალაჰი ან თავად იტანდა ან სხვას ატანინებდა პრემიერლიგის ბოლო 12 მატჩში – 12 გოლი და 6 პასი.
ჟოტამ 4 გოლი გაიტანა „ლივერპულის“ ბოლო 3 მატჩში.
ჟოტა: „ვფიქრობ, ეს ისტორიაში შევა“.
კლოპი: „აბსოლუტურად საუკეთესო თამაშია „გუდისონ პარკზე“ ჩემ დროს“.
მაუნტი ტუხელის ხელში „ჩელსის“ საუკეთესო ბომბარდირია – 10 გოლი.
ტუხელი: „ჩელსის“ გაუმართლა. ჩვენ თავს არ ვგავდით, ბევრი შეცდომა გვქონდა“.
„ნიუკასლს“ 14 ტურის შემდეგ მოგება არაქვს. ყველა, სამივე გუნდს, ვისაც მსგავსი სტატისტიკა ჰქონია, გავარდა.
გვარდიოლამ ყველაზე სწრაფად მოიპოვა 150 გამარჯვება პრემიერლიგაში. ამისთვის 203 თამაში დასჭირდა, მოურინიოს – 230.
გვარდიოლა: „სიტიმ“ საოცრად ითამაშა. ჯერარდი უკვე მშვენიერი მწვრთნელია“.
პრემიერლიგა – XIV ტური
ნიუკასლი – ნორვიჩი 1:1
ლიდსი – კრისტალ პალასი 1:0
საუთჰემპტონი – ლესტერი 2:2
უოტფორდი – ჩელსი 1:2
ვესტ ჰემი – ბრაიტონი 1:1
ვულვერჰემპტონი – ბარნლი 0:0
ასტონ ვილა – სიტი 1:2
ევერტონი – ლივერპული 1:4
ტოტენჰემი – ბრენტფორდი 2:0
მანჩესტერი – არსენალი 3:2
GIPHY App Key not set. Please check settings