in

ჯერ ზუსტად არ იციან, მაგრამ მამარდას სამი კვირა გაუცდებაო

გიორგი მამარდაშვილმა „რაიო ვალეკანოსთან“ მატჩი (0:1) კი ჩაასრულა, მაგრამ 28-ე წუთზე ტრავმა მიიღო. თითქოს მისი შეცვლაც იგეგმებოდა, მაგრამ გიორგიმ თამაში გააგრძელა.

მატჩის შემდეგ დადასტურდა მარჯვენა ბარძაყის კუნთის ანთება, რის გამოც ჩვენს მეკარეს 3 კვირა გაუცდება. ანუ ახალ წლამდე ის ვეღარ ითამაშებს.

მამარდაშვილი მკურნალობისა და ფიზიოთერაპიის კურსს გადის, თუმცა ზუსტად ვერ წერენ როდის ჩადგება მწყობრში.

ლა ლიგის მე-12 ტურის გადადებული მატჩი „ვალენსიასა“ და „რეალს“ შორის 3 იანვარს გაიმართება და იმედია ასეთ შეხვედრაში კარში სწორედ ჩვენი მეკარე იდგება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მიქაუტაძეს ლიონის ისტორიაში შესვლა სურს: იუვენტუსი ქართველის დამატებას იმედოვნებს

კვარა ტრავმირებულია და ახალ წლამდე ვეღარ ითამაშებს