სერია ა-ში ახალაღზევებულ „ფროსინონეს“ ახალი მწვრთნელი დაუნიშნეს, ეუსებიო დი ფრანჩესკო, არადა გუნდი სერია ა-ში ფაბიო გროსომ გადაიყვანა. დი ფრანჩესკომ პრესკონფერენცია გამართა და ვრცლად ისაუბრა ბევრ თემაზე, ერთ-ერთი ეპიზოდი კი გუნდის ახალწვეულ გიორგი კვერნაძეს ეხება. აი რა თქვა მწვრთნელმა 20 წლის ქართველზე:
„გინდათ, რომ რაღაც შედარებები გავაკეთო… თუმცა ჯერ მხოლოდ ერთ რამეს აღვნიშნავ: უცხოეთიდან ჩამოსულ ფეხბურთელებს ყოველთვის სჭირდებათ უფრო მეტი დრო ადაპტაციისთვის.
ამაში გასაკვირი არაფერია. თან ჩვენ ჯერ კიდევ კარგად უნდა გავიგოთ ამ ბიჭის უნარები. შემდეგ ყველაფერი დამოკიდებულია მოთამაშის თვისებებზე. მე კვერნაძის ახლოს გაცნობა ვერ მოვახერხე. საწვრთნელი პროცესიც არ დაგვიწყია, რომ მეტი განმარტების საშუალება მქონდეს. ვარჯიშის დაწყების შემდეგ ამას შევძლებ. ერთი შემიძლია გითხრათ – ჩვენს მას აუცილებლად განვავითარებთ, დასამკვიდრებლად კი დრო დასჭირდება“.
პრესკონფერენციას ასევე ესწრებოდნენ კლუბის პრეზიდენტი მაურიციო სტირპე და ტექნიკური დირექტორი გვიდო ანჯელოცი. ამ უკანასკნელმა განაცხადა:
„კვერნაძე პერსპექტიული ბიჭია, თუმცა ვეთანხმები დი ფრანჩეკოს, რომ მას გარკვეული დრო დასჭირდება, რათა სერია A-ს მოთხოვნებს მოერგოს“.
შეგახსენებთ, სერია ა-ს პირველ ტურში 20 აგვისტოს „ფროსინონე“ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის“ უმასპინძლებს.
GIPHY App Key not set. Please check settings