2004 წელს, ფრიად გასაოცარი ამბავი მოხდა. ზიმბაბვესა და ნიგერიის ეროვნული ნაკრებები ერთმანეთს ეთამაშებოდნენ. შეხვედრა ნიგერიის გამარჯვებით, 3:0 დასრულდა.
ამ ამბავში, თითქოს საკვირველი არაფერია, მაგრამ ნამატჩევს, ზიმბაბველ კომენტატორს სამსახური დაატოვებინეს. მაშინ ოკოჩა „პსჟ“-ში თამაშობდა და ერთ-ერთი ყველაზე ტექნიკური მოთამაშეც იყო პლანეტაზე. ჰოდა, როგორც ჩანს ზიმბაბველ ჟურნალისტს არ ჰყავდა ოკოჩა ნანახი და მთელი 90 წუთის განმავლობაში აღტაცებას ვერ მალავდა.
ოკოჩას თითოეულ ცრუმოძრაობას ადგილობრივი კომენტატორის აღტაცება სდევდა თან და ადგილობრივი ტელევიზიიდან დაიფრინეს- წადი და ოკოჩამ გიხადოს ხელფასიო…
GIPHY App Key not set. Please check settings