პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მეცხრე საშეჯიბრო დღე წარუმატებელი გამოდგა სამთო- მოთხილამურე სოსო ჯაფარიძისთვის. საქართველოს ნაკრების წევრი მისთვის სადებიუტო ოლიმპიურ თამაშებზე გიგანტურ სლალომში პირველი დაშვებისას დაეცა და შეჯიბრებას გამოეთიშა.
საგულისხმოა, რომ 89 მონაწილიდან ორი დაშვების შედეგად ტრასა 43-მა წარმომადგენელმა ვერ დაასრულა.
სოსო ჯაფარიძეს ოლიმპიურ სარბიელზე კიდევ ერთი შანსი ექნება – 16 თებერვალს სლალომში იასპარეზებს.
GIPHY App Key not set. Please check settings