in

ჯანლუკა ვიალი გარდაიცვალა

გარდაიცვალა იტალიის ნაკრების ყოფილი ფორვარდი ჯანლუკა ვიალი.

„სამპდორიას“, „იუვენტუსის“, „ჩელსის“ და „კრემონეზეს“ ექსფეხბურთელი 58 წლის ასაკში წავიდა ამ ქვეყნიდან. ის 2017 წლიდან სიმსივნეს ებრძოდა.

2022 წლის დეკემბერში ვიალიმ იტალიის ნაკრებში დელეგაციის თავკაცის თანამდებობა დატოვა და განაცხადა: „მიზანი – მთელი ძალების დაავადებასთან ბრძოლისკენ მიმართვაა“.

ვიალიმ ევრო 2020 მოიგო ნაკრებთან ერთად. ფეხბურთელობის დროს კი ევრო 88-ზე და 1990 წლის მუნდიალზე ბრინჯაო აიღო.

„სამპდორიასთან“ ერთად ვიალიმ 6 ტროფეი მოიგო, მათ შორის იტალიის ჩემპიონატი და თასების თასი. „იუვეში“ მოგებული აქვს 5 ტროფეი, ჩემპიონთა ლიგისა და უეფას თასის ჩათვლით. „ჩელსიში“ კი 4 ჯილდო მოაგროვა, ევროპის სუპერთასთან ერთად.

ვიალი ავარჯიშებდა „ჩელსის“ და „უოტფორდს“. ლონდონელებთან ერთად კიდევ 5 ტროფეი მიამატა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

“ბენფიკას” მწვრთნელი: “ჩელსი” უღირსად მოიქცა

მესი 2022 წლის საუკეთესო სპორტსმენია