in

ხუთჯვრიანი დროშა მუდმივად იფრიალებს: ხვიჩამ შეძლო ის, რაზეც ვოცნებობდით – ქინქლაძე კვარაცხელიას წარმატებებს უსურვებს

დამოუკიდებელი ქართული ფეხბურტის ალბათ საუკეთესო ფეხბურტელმი გიორგი ქინქლაძე: გამოეხ,მაურა ხვიცა კჯვარაცხელიას პარიზულ ტრანსფერს და სოცქსელებში პოსტი გამოაქვეყნა:

გიორგი ქინქლაძე:
„კარგად მესმის, რას ნიშნავს იყო ქართველი და თან ფეხბურთს ამ ესთეტიკით თამაშობდე. კიდევ უფრო კარგად ვიაზრებ, რამდენად რთულია მიმზიდველი, საფირმო სტილის დაცვით წარმატების ისტორია შექმნა და ამ ყველაფერს გვირგვინად გუნდური და ინდივიდუალური ტიტულები დაადგა.

ხვიჩა კვარაცხელიამ შეძლო ის, რაზეც დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთი არსებობის პირველი დღიდან ოცნებობს. კვარამ წარსული თაობების ნატვრა რეალობად აქცია და მომავალ თაობებს წარმატებისკენ მიმავალი ჭიშკარი შეუღო. იქცა იმედად, რომ ხუთჯვრიანი დროშა მთავარ სცენებზე მუდმივად იფრიალებს.

ეს დიდი გაბრწყინების მხოლოდ გარიჟრაჟია და მჯერა, ნეაპოლის შემდეგ, პარიზსაც განსაკუთრებული სიხარული ელის. წარმატებები”!

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მსოფლიოში საუკეთესო ჩემპიონატია სერია A: რომელზეა საქართველო

ხვიჩამ ბოლო თვის ხელფასი არ აიღო