ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯგუფური ეტაპის ტრადიციული წილისყრა აღარ იქნება.
გუნდების რაოდენობა გაიზარდა – 36 გახდა 32-ის ნაცვლად და თითო კლუბი არა ექვს, არამედ რვა მატჩს ჩაატარებს. ჯგუფები არ იქნება, მხოლოდ ერთიანი ცხრილი. საუკეთესო რვა გუნდი ავტომატურად მიიღებს პლეი-ოფის საგზურს, ხოლო მე-9-დან 24-ე პოზიციებზე მყოფები პლეი-აუტს ითამაშებენ.
როგორ ჩატარდება ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის კენჭისყრა? როგორც ირკვევა, არის გარკვეული მსგავსება ძველთან.
პირველ რიგში, გუნდები განთესილი იქნებიან, დაიყოფა ოთხ კალათად თითოში ცხრა გუნდი.
ინგლისური კომპანიის მიერ შემუშავებული ხელოვნური ინტელექტის სუპერკომპიუტერი შეარჩევს თითოეული გუნდისთვის რვა მატჩს და დაპროგრამებს მათ სხვადასხვა ცვლადის გათვალისწინებით, მათ შორის ერთი ქვეყნის გუნდების ერთმანეთთან შეხვედრის თავიდან აცილების შესაძლებლობას.
სასტარტო ეტაპზე კლუბებს შეუძლიათ ერთი ქვეყნის მაქსიმუმ ორ გუნდს შეხვდნენ.
ახალი წილისყრა დაახლოებით 35 წუთი გასტანს.
ჩემპიონთა ლიგამ ჰიმნი განაახლა, აქცენტი ვოკალზეა
ანალოგიური პრინციპით ჩატარდება სხვა ევროტურნირების წილისყრაც.
GIPHY App Key not set. Please check settings