საკმაო ხანია იძულებითი უქმობა მოუწია საქართველოს ნაკრებისა და დანიური „კოპენჰაგენის“ მცველს დავით ხოჭოლავას. 6 თვეა ჩვენიანი მოედანზე არ გასულა. ახლა კი „მიდტიულანდთან“ „მომავლის თასზე“ ითამაშა.
„კოპენჰაგენმა“ 3:2 მოიგო. ხოჭოლავას გარდა დაბრუნდა თავდამსხმელი ანდრეას კორნელიუსი, თუმცა ტრავმა მიიღო ცენტრალურმა მცველმა ნიკოლაი ბოილესენმა.
ხოჭოლავასთვის ეს მატჩი პირველი იყო 4 აპრილის შემდეგ. ამ პერიოდში ქართველმა ფეხბურთელმა ორი ოპერაცია გაიკეთა.
„კოპენჰაგენი“ ჩემპიონატში მე-2 ადგილზეა, შაბათს „ვეილეს“ ეთამაშება და იმედია ქართველი მცველი შეძლებს თამაშს. თუმცა უფრო მნიშვნელოვანია 24 ოქტომბრის თამაში, ჩემპიონთა ლიგის მესამე ტური, როდესაც “კოპენჰაგენი” სტუმრად “მანჩესტერ იუნაიტედს” დაუპირისპირდება და ძალიან სასიამოვნო იქნება “ოლდ ტრაფორდზე” ქართველი ფეხბურთელის ხილვა.
GIPHY App Key not set. Please check settings