გუშინ, ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურის პირველი სათამაშო დღე გაიმართა და დავით ხოჭოლავას “კოპენჰაგენმა” “მან სიტის” უმასპინძლა.
უიქ-ენდზე ქალაქელები “ლივერპულს” ხვდებიან და ამან შემადგენლობის როტაცია გამოიწვია. არ იყო ჰოლანდი, შესაბამისად, ხულენ ალვარესმა შანსი მიიღო, მაგრამ მას ბევრი არაფერი გამოსვლია.
დრამატურგიით აღსავსე ტაიმი კი უგოლოდ დასრულდა. ჯერ როდრის გოლი გააუქმა ვარმა მაჰრეზის ხელით თამაშის გამო. შემდეგ ისევ ვარი ჩაერთო და კუთხურს დანიელთა კარში დანიშნული პენალტი მოჰყვა, რომელიც კამილ გრაბარამ მოიგერია – დამრტყმელი კი რიად მაჰრეზი იყო.
30-ე წუთზე კი ვარი მესამედ ჩაერთო და სერხიო გომესი მოედნიდან გააძევეს, “სიტი” 10 მოთამაშით დარჩა.
ხოჭოლავამ კი ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა – მას კამილ გრაბარასთან ერთად ყველაზე მაღალი შეფასება ჰქონდა და მწვრთნელმა მე-80 წუთზე გაიყვანა.
“კოპენჰაგენს” 2 ქულა აქვს და ანდალუსიურ “სევილიას” უთანაბრდება, “სიტის” აქტივში კი 10 ქულაა და ერთი მატჩის დისტანცია 1/8 ფინალამდე.
GIPHY App Key not set. Please check settings