საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა მცველმა დავით ხოჭოლავამ დონეცკის “შახტართან” ახალ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. 28 წლის ქართველი ფეხბურთელი, რომელიც დონბასელთა შემადგენლობაში 2017 წლიდან გამოდის, “შახტარში” კიდევ მომდევნო 5 წელი ითამაშებს. აღნიშნულ ინფორმაციას დონეცკის “შახტარის” სპორტული დირექტორიც ადასტურებს.
დავით ხოჭოლავას უკრაინული გუნდის მაისურით 79 მატჩი აქვს ჩატარებული, რომლებშიც სამი გოლი გაიტანა.
GIPHY App Key not set. Please check settings