in

ხოჭოლავამ კარიერა დაასრულა: იძულებული ვარ

არც თუ სასიამოვნო ამბავი: დავით ხოჭოლავა ფეხბურთს შეეშვა, კარიერა დაასრულა.
“კოპენჰაგენის” ოფიციალურ საიტზე გავრცელდა ქართველი ფეხბურთელის მიმართვა კლუბისა და გულშემატკივრების მიმართ, სადაც ამბობს, რომ იძულებულია ტრავმების გამო კარიერა დაასრულოს:

“ეს ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო. მდგომარეობა გამოუვალია. მაქსიმალურად ვცადე დაბრუნება და ამისთვის არაერთი საათიც დავხარჯე, მაგრამ იძულებული ვარ, შევეგუო იმ ფაქტს, რომ დაბრუნება გამორიცხულია. ჯანმრთელობა ყველაზე მნიშვნელოვანია.

კოპენჰაგენში ფანტასტიური პერიოდი გავატარე, დიდი გამოცდილება დამიგროვდა მოედანზე ყოფნით და ამან შექმნა ძლიერი კავშირი კლუბთან, ქალაქთან და, განსაკუთრებით, ფანებთან.

ეს ყველაფერი ძალიან მომენატრება, მაგრამ არასოდეს დამავიწყდება ის მხარდაჭერა, რომელიც გვქონდა მე და ჩემს ოჯახს. ეს იყო განსაკუთრებით უკრაინის მიმართ აგრესიის შემდგომ ურთულეს პერიოდში. სწორედ ამ დროს ვიგრძენი დიდი სიყვარული და მხარდაჭერა. ყოველთვის მადლობელი ვიქნები ამისთვის.

ჯერ არ ვიცი, რას გავაკეთებ მომავალში. ამას ოჯახთან ერთად გადავწყვეტ. ვიცი, რომ მომენატრება ფეხბურთი და ყველაფერი ის, რაც მის გარშემოა. ამავე დროს, კარიერის დასრულება მაძლევს შანსს, გავიცნო ცხოვრების სხვა მხარეები ჩემს ოჯახთან და მეგობრებთან ერთად…

მინდა, მადლობა გადავუხადო “კოპენჰაგენს” ჩემს კარიერაში საუკეთესო წლებისთვის. ტრავმების მიუხედავად, აქ გატარებული დრო ნამდვილად კარგი იყო როგორც ჩემთვის, ასევე ჩემი ოჯახისთვის. დიდი მადლობა კლუბის ყველა წევრს! თქვენ ჩემთვის ხართ ოჯახი. დღეიდან “კოპენჰაგენის” ამაყი გულშემატკივარი ვარ”, – წერს დავით ხოჭოლავა.

მან საქართველოს ნაკრებში 39 მატჩი ჩაატარა. იყო ასევე ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი.

„კოპენჰაგენი“ ხოჭოლავას ფეხბურთიდან გაცილებას 28 ივლისს, „ორჰუსთან“ „პარკენ არენაზე“ პირველი საშინაო მატჩის დროს მოუწყობს.

„დავით ხოჭოლავას „კოპენჰაგენი“ ახალი სეზონის პირველი საშინაო მატჩის დროს ფეხბურთიდან ოფიციალურად გააცილებს, რათა როგორც გულშემატკივრებმა, ისე კლუბის წევრებმა მადლობა გადაუხადონ გაწეული სამსახურისთვის“, – წერია კლუბის მიერ გავრცელებულ ცნობაში.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მიქაუტაძე მონაკოსთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს: მონაკოც ადასტურებს

ქოჩორათი პრემიერლიგის გუნდი დაინტერესდა