ესპანეთის ლა ლიგა 2-ში, შესაძლოა, კიდევ ერთი ქართველი გამოჩნდეს. ლაშა ოდიშარია ხიხონის „სპორტინგში“ ტრანსფერთან ახლოსაა – ინფორმაციას El Comercio ავრცელებს.
„ხიხონის „სპორტინგი“ ვინგერის პოზიციის გაძლიერებას ცდილობს და 22 წლის ქართველი ფეხბურთელის, ლაშა ოდიშარიას დამატებაზე მუშაობს, რომელიც ლატვიურ კლუბ რფს-ში თამაშობს.
მან „დინამო თბილისი“ 2024 წლის ზამთრის სატრანსფერო „ფანჯრის“ დროს 350,000 ევროს საფასურად დატოვა. ოდიშარია 21-წლამდელთა ნაკრების წევრია და ზაფხულში ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე სამივე ჯგუფური მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო.
„რიგამ“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე შვედურ „მალმესთან“ ითამაშა, სადაც ქართველ ახალგაზრდას სათამაშო დრო არ მიუღია, მიუხედავად იმისა, რომ წინა საკვალიფიკაციო ეტაპის ორივე მატჩი ესტონურ „ლევადიასთან“ სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო.
„სპორტინგის“ სპორტული დირექტორი ხუან ოტერო კვლავ უცხოურ ბაზარს აკვირდება, რათა გუნდი გააძლიეროს იმ პოზიციაზე, რომელიც ძალიან სპეციფიკურ მოთამაშეს მოითხოვს. ოდიშარია შეესაბამება ამ კრიტერიუმებს: მას შეუძლია ორივე ფლანგზე თამაში და არის ძლიერი, 183 სმ სიმაღლის შემტევი მოთამაშე, რომელმაც გასულ სეზონში 34 მატჩში ორი გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა“, – წერს გამკოცემა El Comercio.
1tv.ge
GIPHY App Key not set. Please check settings