„ნაპოლი“ 33-წლიანი პაუზის შემდეგ იტალიის ჩემპიონი გახდა. ამ წარმატებაში დიდია გუნდის ახალწვეულის ქართველი ხვიჩა კვარაცხელიას წვლილი, რომელმაც შესანიშნავი სეზონი ჩაატარა და სამუდამოდ ჩაიწერება ამ კლუბის ისტორიაში.
„ნაპოლის“ შემტევმა ჩემპიონობის შესახებ მოკლე კომენტარი გააკეთა.
„თუ ოცნებობ, ამას გააკეთებ კიდეც. ოცნებები ხდება. გაუმარჯოს „ნაპოლის“! იტალიის ჩემპიონები!“ – დაწერა კვარამ.
ვიდეო: ხვიჩამ ცრემლები ვერ შეიკავა – ქართველმა ჩემპიონობის შემდეგ გასახდელში იტირა
უფლის წინაშე მარად: ხვიჩას პირველი ფოტო ჩემპიონობიდან
22 წლის ჩვენიანმა ამ სეზონში 38 მატჩი ითამაშა, 14 გოლი გაიტანა და 16 საგოლე პასი მისცა.
ეს სკუდეტო „ნაპოლისთვის“ მესამეა ისტორიაში. წინა ორი გუნდს დიეგო მარადონამ მოაგებინა.
GIPHY App Key not set. Please check settings