ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე მაგარი მატჩი ჩაატარა, ულამაზესი გოლის გარდა, შეხვედრის MVP-ც გახდა და რა გასაკვირია, რომ ჩვენიანი ლიგის პირველი ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.
შეგახსენებთ, პსჟ-მ 4:0 დაამარცხა „ატალანტა“.
ხვიჩა კი Whoscored-მა გამოარჩია.
ქართველ ფეხბურთელს ანალიტიკურმა პორტალმა 9.0 დაუწერა.
დიდი ალბათობით, კვარაცხელიას სხვა გამოცემებიც შეიყვანენ სიმბოლურში და არ არის გამორიცხული ეს თავად უეფამაც გააკეთოს.
GIPHY App Key not set. Please check settings