ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის სიმბოლურ ნაკრებშია: ჩვენიანი პორტალმა 365scores-მა გამოარჩია.
აქ საუბარია მთლიანად ჯგუფურ ეტაპზე და 6 ტურია შეჯამებული. ბუნებრივია, 21 წლის ქართველი დიდი ვარსკვლავების გვერდითაა.
სიმბოლური ნაკრები 4-4-2 სათამაშო სქემით შეადგინეს და კვარაცხელია მარცხენა შემტევად ჩასვეს, მარჯვენა ფლანგზე ლეო მესია, ხოლო წინ კილიამ მბაპე და მოჰამედ სალაჰი.
შეგახსენებთ, ხვიჩამ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში 2 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი მისცა.
GIPHY App Key not set. Please check settings