ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და პსჟ-ს „ბრესტის“ განადგურებაში (7:0) დაეხმარა თავისი გოლითა და საგოლე პასით.
თამაშის შემდეგ ჩვენიანს მცირე ინტერვიუ სთხოვეს.
ოდესმე 7:0 მოგიგიათ?
ყველა მატჩი არ მახსოვს, მაგრამ მგონი ეს პირველი შემთხვევაა.
პსჟ-მ მარტივად მოიგო…
მარტივი მოგება არ არსებობს. ვცდილობთ ამას ვარჯიშებზე შრომით მივაღწიოთ. მოედანზე მუდამ ბოლომდე ვიხარჯებით.
ახალ ქვეყანაში ჩასვლა ადვილი არ არის. პარიზში თავს როგორ გრძნობთ?
ყველაფერი კარგად მიდის. ახალ ქვეყანაში, ახალ ჩემპიონატში მისვლა ადვილი მართლაც არ არის. აქ რაღაცეები სხვანაირადაა, მაგრამ ეს ჩემი სამუშაოა.
1/8-ფინალში “ლივერპულთან” გირჩევნიათ შეხვედრა თუ “ბარსელონასთან”?
სულერთია. უბრალოდ მზად უნდა ვიყოთ. არც ჩვენთვის და არც მოწინააღმდეგისთვის ადვილი თამაშები არ იქნება. ბოლომდე ბრძოლა მოგვიწევს.
შეძლებს პსჟ ჩემპიონთა ლიგის მოგებას?
რა თქმა უნდა, ჩვენ ჩემპიონთა ლიგის მოგება შეგვიძლია.
GIPHY App Key not set. Please check settings