ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-მა 25-ე ტურში სტუმრად „რენი“ დაამარცხა – 4:1.
ჩვენიანი ამჯერად თადარიგში დარჩა და მეორე ტაიმში შევიდა, 64-ე წუთზე.
ხვიჩას შესვლამ სტუმრების შეტევები გაამწვავა. დაცვასაც კარგად ეხმარებოდა, ორჯერ სცადა გატანა.
ერთ ეპიზოდში დრიბლინგით შეუტია და დემბელე ლამის ცარიელ კართან დატოვა, მაგრამ ამან უხეიროდ დაარტყა.
სამაგიეროდ კვარაცხელიას მიერ წამოწყებული შეტევა 90+1-ე წუთზე გოლით დაასრულა იმავე დემბელემ.
ხვიჩას შეფასებები: Flashscore – 7.2; Sofascore – 8.0; Whoscored – 7.2.

რენი – პსჟ 1:4
გოლები: 0:1 ბარკოლა (27), 0:2 რამუში (50), 1:2 ბრასე (53), 1:3 დემბელე (90+1), 1:4 დემბელე (90+4)
25 ტურის შემდეგ პსჟ-ს 65 ქულა აქვს და ერთპიროვნული ლიდერია.
მომდევნო მატჩს კი 12 მარტს ჩაატარებს, ჩემპიონთა ლიგაზე „ენფილდზე“ „ლივერპულს“ შეხვდება.
GIPHY App Key not set. Please check settings