in

ხვიჩა შეცვლაზე შევიდა: დაასვენეს? – პსჟ-მა პირველ ტაიმში მოიგო

ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-მა „ლილს“ უმასპინძლა და საკმაოდ იოლად მოიგო – 4:1.
მასპინძლებმა ყველა გოლი პირველივე ტაიმში გაიტანეს და სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს.

კვარაცხელია ამჯერად ძირითადში არ ყოფილა, მოედანზე 63-ე წუთზე შევიდა და სულ რამდენჯერმე შეეხო ბურთს.

ერთხელ ფლანგიდან დრიბლინგი სცადა, მერე ბარკოლას გაატანინა გოლი იდეალური პასით, მაგრამ თამაშგარე დააფიქსირეს.

შეფასებები: Flashscore – 6.8; Sofascore – 6.5; Whoscored – 6.1.

არ არის გამორიცხული ხვიჩას ძირითადში არდაყენება ჩემპიონთა ლიგაზე „ლივერპულთან” მოახლოებულ მატჩს (5 მარტს პარიზში) და დასვენებას უკავშირდებოდეს.

პსჟ – ლილი 4:1
გოლები: 1:0 ბარკოლა
(6), 2:0 მარკინიოსი (22), 3:0 დემბელე (28), 4:0 დუე (37), 4:1 დევიდი (80)

პსჟ 62 ქულით ერთპიროვნული ლიდერია და ჩემპიონატში მორიგი თამაში 8 მარტს აქვს სტუმრად „რენთან“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სენტ ეტიენმა ისევ წააგო, ზურიკომ სრულად ითამაშა

ალისონმა წასვლა გადაიფიქრა, ლივერპული მამარდას ისევ გაანათხოვრებს