ხვიჩა კვარაცხელია სერია ა-ში თებერვლის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. ახლა კი შანსია, ჩვენიანი მარტის საუკეთესო ფეხბურთელიც გახდეს.
გამოკითხვა უკვე დაწყებულია.
ჩვენიანი ხუთ კანდიდატს შორისაა და მისი კონკურენტები არიან: კიმი („ნაპოლი“), არმან ლორიენტე („სასუოლო“), ადრიენ რაბიო („იუვენტუსი“) და დესტინ უდოგი („უდინეზე“).
შეგახსენებთ, „ნაპოლიმ“ მარტში 3 მატჩი გამართა. ჯერ შინ „ლაციოსთან“ წააგო (0:1), შემდეგ კი მოუგო „ატალანტას“ (2:0) და „ტორინოს“ (4:0). ხვიჩას ანგარიშზე 2 გოლი და 1 საგოლე პასია. თუმცა აქ უფრო მისი თამაშია აღსანიშნავია და „ატალანთას“ კარში გატანილი დაუვიწყარი გოლი.
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელია თებრვლის გარდა აგვისტოშიც გახდა საუკეთესო და პირველი ფეხბურთელია, ვინც ორჯერ შეძლო თვის საუკეთესოობა.
ხმის მიცემა კი შეგიძლიათ აი ამ ბმულზე.
GIPHY App Key not set. Please check settings