ხვიჩა კვარაცხელია ისევ დიდებულად თამაშობს სერია ა-ში და აგერ მორიგი ინდივიდუალური ტიტულისკენ მიდის. ჩვენიანი შეიძლება იტალიის ჩემპიონატის სექტემბრის საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს.
მიმდინარეობს გამოკითხვა, ქართველის კონკურენტებიკი არიან:
ფედერიკო დიმარკო – „ინტერი“
გლეისონ ბრემერი – „იუვენტუსი“
კრისტიან პულიშიჩი – „მილანი“
სანტიაგო კასტრო – „ბოლონია“
პატრიკ კუტრონე – „კომო“
შეგახსენებთ, კვარაცხელია აგვისტოშიც იყო წარდგენილი ამ ნომინაციაზე, მაგრამ მაშინ “ინტერის” ფორვარდმა მარკუს ტურამმა გაიმარჯვა.
სექტემბერი ხვიჩასთვის ნაყოფიერი იყო. სანაკრებო თამაშების ჩათვლით, მის ანგარიშზე 3 გოლი და 2 საგოლე პასია, ხოლო უშუალოდ სერია A-ში 2 გოლი და ერთი ასისტია.
საინტერესოა, რომ აგვისტოში თვის საუკეთესო მწვრთნელი “ნაპოლის” თავკაცი ანტონიო კონტემ გახდა.
GIPHY App Key not set. Please check settings