in

ხვიჩა ყველაზე სასარგებლოა

საქართველოს ნაკრების იმედი ერთა ლიგაა. აბა შესარჩევი ტურნირიდან გასვლა ოცნების სფეროდანაა, რადგან ახლოსაც კი ვერ მივდივართ შანსამდეც კი. აი ერთა ლიგაზე კი შედარებით სუსტი მეტოქეები გვყავს და შანსი რეალურია ხოლმე. ახლაც ასეა. ნახევარფინალში შინ ყაზახეთთან პირდაპირ ვთქვათ ფავორიტები ვართ, შემდეგ კი მხოლოდ ერთი, გადამწყვეტი თამაში რჩება – ან თურქეთი ან საბერძნეთი. რთულია, მაგრამ ერთი მატჩის მოგება ყოველთვის და ყველასთან შეიძლება.

ერთა ლიგის განვლილ ჯგუფურ ეტაპზე ერთ-ერთი საუკეთესო ბუნებრივია ევროპული ფეხბურთის გამორჩეული მოთამაშე ხვიჩა კვარაცხელიაცაა. სტატისტიკა უეფამ დააჯამა და მიიღო, რომ კვარაცხელია გოლი+პასის სისტემით ერთა ლიგის ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო მოთამაშეა.

8 – ხვიჩა კვარაცხელია (საქართველო, 5 გოლი+3 პასი)
8 – ვედატ მურიქი (კოსოვო, 5+3)
7 – ერლინგ ჰოლანდი (ნორვეგია, 6+1)
6 – მიში ბატშუაი (ბელგია, 3+3)
6 – ვლადისლავ გუტკოვსკი (ლატვია, 5+1)
6 – ალექსანდრ მიტროვიჩი (სერბეთი, 6+0)
6 – ტეემუ პუკი (ფინეთი, 3+3)

ხვიჩა ბომბარდირებში ხუთეულშია და მე-3-5 ადგილს იყოს გუტკოვსკისთან და მურიქთან ერთად, წინ კი ჰოლანდი და მიტროვიჩი არიან.

რაც შეეხება ასისტებს, აქ კვარა 3 პასით მე-3-13 ადგილებს იყოფს, მათ შორის ისეთ ფეხბურთელებთან, როგორებიც არიან მარკო ასენსიო, მიში ბატშუაი, დეილი ბლინდი, სერჟ გნაბრი, დეიან კულუსევსკი, ბერნარდო სილვა და სხვები.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ფოტო: მესიმ 35 ოქროს აიფონი იყიდა არგენტინელებისთვის

გიორგი მიქაუტაძე: როდესაც ვუყურებ, როგორ ამზადებს დედა ამ კერძს, ვხვდები, რომ რთული გასაკეთებელია…